LIVE

საუდის არაბეთის აღმოსავლეთ პროვინციაში ბუნებრივი აირის ახალი საბადოები აღმოაჩინეს

20 ნოე 202314:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 251
საუდის არაბეთის აღმოსავლეთ პროვინციაში ბუნებრივი აირის ახალი საბადოები აღმოაჩინეს

საუდის არაბეთის ეროვნულმა ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ რუბ-ელ-ხალის უდაბნოში ბუნებრივი აირის ორი ახალი საბადო აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ენერგეტიკის მინისტრის, პრინც აბდულაზიზ ბინ სალმანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ პროვინციის ძველ საბადოებში ასევე აღმოაჩინეს ბუნებრივი აირის 5 რეზერვუარი.

კომპანია Aramco, რომელიც ძირითადად ნავთობის მწარმოებელია, 2030 წლამდე ბუნებრივი აირის მოპოვების 50%-ით გაზრდას გეგმავს. სექტემბერში იგი დათანხმდა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) კომპანია MidOcean Energy-ის სტრატეგიული წილის $500 მილიონად შეძენას, მომავალში გაფართოების პერსპექტივით.

გასულ თვეში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ამინ ნასერმა განაცხადა, რომ Aramco LNG-ში მეტი ინვესტიციითაა დაინტერესებული, რათა დასახულს მიზანს მიაღწიოს და ბაზარზე წამყვანი მოთამაშე გახდეს.