საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.26 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6985 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.28 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9327 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 20 ნოემბრის ჩათვლით იქნება.