LIVE

ბეკოს განახლებული ფილიალი მომხმარებელს 'ბეკორდულ' ფასდაკლებას სთავაზობს

17 ნოე 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 308
ბეკოს განახლებული ფილიალი მომხმარებელს 'ბეკორდულ' ფასდაკლებას სთავაზობს

17, 18 და 19 ნოემბერს თბილისი ცენტრალში ბეკოს განახლებული ახალი კონცეფციის ფილიალის გახსნა იგეგმება. გახსნასთან დაკავშირებით კომპანია ყველა სტუმარს “ბეკორდულ”, 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

ფასდაკლება მაღაზიაში განთავსებულ ყველა კატეგორიის პროდუქტს შეეხება. როგორც სახლის მსხვილ და წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ასევე ტელევიზორებს, კომპიუტერულ ტექნიკას და სამზარეულოს ჭურჭელს.

"თუ რაიმე სახის ტექნიკის შეძენას გეგმავთ, გირჩევთ ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით, რადგან ბეკო დაბალ ფასებსა და მაღალ ხარისხზე მეტს გთავაზობთ - ის ტექნიკის ბრენდებს შორის ყველაზე ეკომეგობრული ბრენდია. ბეკო ორიენტირებულია, გახდეს მაქსიმალურად მდგრადი და ჰარმონიული ბუნებასთან, რაც მოიცავს როგორც ნარჩენების გადამუშავებას და ხელმეორედ გამოყენებას, ასევე ელექტროენერგიის დაზოგვისთვის შექმნილი ტექნოლოგიების წარმოებაში დანერგვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ბეკოს ეკომეგობრული ტექნიკით ნაკლებ ენერგიას მოვიხმართ და ვუფრთხილდებით ჩვენს საერთო სახლს - დედამიწას," აცხადებენ კომპანიაში.

საქართველოს ბაზარზე ბეკო 1997 წლიდან არის წარმოდგენილი. კომპანიამ საქართველოში საქმიანობა ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო, დღეს კი ქვეყნის მასშტაბით ასამდე სავაჭრო წერტილს, ხუთ სერვის ცენტრს, ასორმოცდაათზე მეტ დასაქმებულ ადამიანს და ასობით ათას ერთგულ მომხმარებელს აერთიანებს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მომხმარებელთა ლოიალობა მთელი ამ წლების განმავლობაში მომსახურების მაღალი დონის, ინოვაციური ტექნიკის, პროდუქციის ფართო ასორტიმენტისა და კადრების პროფესიონალიზმის დამსახურებაა. დღესდღეობით, ბრენდი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამომხმარებლო ბაზრის ლიდერია. ამავდროულად, კომპანია საქართველოში არაერთი სოციალური თუ ჰუმანიტარული პროექტის მონაწილეა.

"ცხადია, ბეკო არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას - სამომავლოდ ბრენდი კიდევ მეტად გაფართოებას, მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებას და სფეროში ინოვაციური მეთოდების დანერგვას განაგრძობს, რისი კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანი თბილისი ცენტრალში გახსნილი ინოვაციური და მასშტაბური ფილიალია," - განმარტავენ კომპანიაში. 

(R)