LIVE

ახალი თაობის Toyota Camry მხოლოდ ჰიბრიდული ძრავით გამოვა

18 ნოე 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 368
ახალი თაობის Toyota Camry მხოლოდ ჰიბრიდული ძრავით გამოვა

Toyota-ს მე-9 თაობის Camry მხოლოდ ჰიბრიდული ძრავით გამოვა. კომპანიამ 2025 წლის საშუალო ზომის Camry-ს მოდელი ლოს-ანჯელესში წარადგინა.

ეს გადაწყვეტილება იაპონურმა მწარმოებელმა ჰიბრიდული მანქანების ამერიკულ ბაზარზე პოპულარობის გაზრდის გამო მიიღო. Camry აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი მანქანაა.

მე-9 თაობის Camry-ში წარმოდგენილი იქნება 2.5-ლიტრიანი ბენზინისა და ელექტრო ძრავის სისტემით. კომპანიის თქმით, ასეთი ტიპის სისტემა ექნება როგორც წინა წამყვანი, ისევ ოთხივე წამყვანი მოჭიდების სისტემის მქონე მანქანებს. ჰიბრიდული ძრავა და ახალი ელექტრონული სრულამძრავიანი სისტემა 232 ცხენის ძალისაა, თითქმის 15%-ით მეტი, ვიდრე Camry-ის მექანიკური სისტემა.

ახალი Camry-ის პირდაპირი კონკურენტები, მცირე და საშუალო ზომის სპორტული ტიპის მანქანების გამოკლებით, Honda-ს, Accord-ის, Hyundai-ს და Sonata-ს სედანები იქნება. ახალ Camry-ს ასვე დიდ კონკურენციას გაუწევს Tesla-ს სრულად ელექტრონული Model 3. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით, კალიფორნიაში, Toyota-ს ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარზე, Tesla-ს ამ მოდელის გაყიდვები Camry-ს ბოლო თაობის გაყიდვებს უსწრებს.

დევიდ ქრაისთის, ჩრდილოეთ ამერიკაში Toyota-ს ბრენდის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ში საწვავის ეკონომიკის გამკაცრებული წესების დაცვა კომპანიის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა. ასევე, სრულად ელექტრონული ხაზის განვითარების მიუხედავად, Toyota ცდილობს მომხმარებელთა მოთხოვნა ყველა ბაზარზე დააკმაყოფილოს. 

კომპანიას 2025 წლის Camry-ს ფასებზე ან საწვავის ეფექტურობის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. Camry-ს 2023 წლის ჰიბრიდული ტიპის მანქანების ფასი $28 655-დან $34 095-მდე მერყეობს.

ახალი თაობის Camry შოურუმებში მომავალი წლის გაზაფხულიდან იქნება წარმოდგენილი.