LIVE

PMC: მოსალოდნელია, რომ ჩინეთიდან ვიზიტების მზარდი ტენდენცია გაგრძელდება

15 ნოე 202317:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 318
PMC: მოსალოდნელია, რომ ჩინეთიდან ვიზიტების მზარდი ტენდენცია გაგრძელდება

PMC მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ საქართველოში ჩინეთიდან ვიზიტების მზარდი ტენდენცია გაგრძელდება.

კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვის თანახმად, ამის მიზეზი ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაა.

„2023 წლის III კვარტალში ვიზიტები ირანიდან, ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან პანდემიამდელი მაჩვენებლების მსგავსი იყო. თუმცა, ისრაელში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებისა და ფრენების შეზღუდვის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ისრაელიდან ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

მეორე მხრივ, უვიზო რეჟიმის შემოღების გამო, მოსალოდნელია, რომ ჩინეთიდან ვიზიტების მზარდი ტენდენცია გაგრძელდება (2023 წლის III კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტების რაოდენობა 19%-ით უფრო მაღალი იყო 2019 წლის III კვარტალთან შედარებით)“,- აღნიშნულია ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში. 

PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, 2023 წლის III კვარტალში ინდოეთიდან ვიზიტები წლიურად 46%-ით გაიზარდა და ვიზიტებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს 84%-ით გადააჭარბა. მათივე შეფასებით, ვიზიტორებისთვის საზღვრის კვეთის სირთულეების მიუხედავად, ინდოეთიდან ვიზიტების ზრდის პერსპექტივა არსებობს.