LIVE

უვიზო რეჟიმი ჩინეთის მოქალაქეებისთვის - რამდენი ვიზიტორი ჰყავს საქართველოს ჩინეთიდან?

11 სექ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 478
უვიზო რეჟიმი ჩინეთის მოქალაქეებისთვის - რამდენი ვიზიტორი ჰყავს საქართველოს ჩინეთიდან?

დღეიდან ჩინეთთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რაც შეეხება ჩინეთიდან ვიზიტების არსებულ რაოდენობას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან 12 659 ვიზიტი განხორციელდა. პირველ ორ კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტები წლიურად 316.4%-ითაა გაზრდილი.

გასული წლების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

  • 2019 წელი - 48 071 ვიზიტი
  • 2020 წელი - 4 363 ვიზიტი
  • 2021 წელი - 3 468 ვიზიტი
  • 2022 წელი - 7 380 ვიზიტი