მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქარისა და მზის ელექტროსადგურის პროექტების შესახებ დაამტკიცეს განკარგულება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მზის ელექტროსადგურის აშენება შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში იგეგმება. სადგურის სიმძლავრე 6,259 მგვტ-ს, ხოლო ინვესტიცია 4,06 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტზე ხელშეკრულება მშენებლობის ფაზის დაწყების შესახებ გაფორმდება.
ამასთან, შიდა ქართლის რეგიონში ასევე იგეგმება 30 მგვტ სიმძლავრის ქარის ჰიდროსადგურის აშენება. საჯარო და კერძო კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება გაფორმდება. პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის რაოდენობა 45 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.