LIVE

გასული 12 თვე ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო

11 ნოე 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 240
გასული 12 თვე ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო

გასული 12 თვე ისტორიაში აღრიცხულთა შორის ყველაზე ცხელი იყო

არაკომერციული ორგანიზაცია Climate Central-ის მიერ კვლევის თანახმად, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე, გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ ინდუსტრიალიზაციამდე პერიოდთან შედარებით, 1,3°C-ზე მეტად მოიმატა. 

მიმდინარე კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ გასული თვე ისტორიაში ყველაზე ცხელი ოქტომბერი იყო. 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2023 წელი ასევე, ამ დრომდე, ყველაზე ცხელ წლად დასახელდება.

მეცნიერების განცხადებით, ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვა, ასევე ზოგადად, ადამიანის საქმიანობა, მსოფლიოში ტემპერატურის ზრდას ხელს უწყობს. აღსანიშნავია, რომ წელს წყნარი ოკეანის ზოგიერთ ნაწილში წყლის ტემპერატურის მომატებაც დაფიქსირდა.