LIVE

სამხრეთ აფრიკა ზებრას, ნიანგის და სხვა ცხოველების ხორცის ექსპორტს ზრდის

11 ნოე 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 304
სამხრეთ აფრიკა ზებრას, ნიანგის და სხვა ცხოველების ხორცის ექსპორტს ზრდის

სამხრეთ აფრიკამ გამოაქვეყნა სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის ველური ბუნების ინდუსტრიის პოტენციალის გამოსაყენებლად, ზებრას, ნიანგის და სხვა სახის ხორცის ექსპორტის, ასევე ქვეყნის შიგნით, მისი მოხმარების გაზრდას ითვალისწინებს

კანონი მიზნად ისახავს განისაზღვროს ველური ცხოველების ხორცის გაყიდვის იურიდიული ნორმები ქვეყანაში, სადაც გარეული ცხოველების 80% კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სახლობს.  

ამ დრომდე ოფიციალურად მცირე ოდენობის ნადირის ხორცი იყიდებოდა. სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, 2019 წელს მხოლოდ 3000 ტონა ზებრას, ნიანგის და სირაქლემას ხორცი გაიგზავნა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ჩინეთსა და ევროკავშირში.

უწყების თანახმად, სტრატეგიის სწორად განხორციელების შემთხვევაში, 2030 წლისთვის ქვეყანაში 202 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რამდენადაც სამხრეთ აფრიკის მთავრობის ახალი ინიციატივა ძირითადად ეხება ფერმებში გაზრდილი ცხოველების ხორცს.