LIVE

პიკასოს "ქალი საათით" $139 მილიონად გაიყიდა

09 ნოე 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 328
პიკასოს "ქალი საათით" $139 მილიონად გაიყიდა

პაბლო პიკასოს 1932 წლის ნახატი, "ქალი საათით", ნიუ-იორკში, Sotheby's-ის აუქციონზე, $139 მილიონზე მეტად გაიყიდა. ამით ის წელს აუქციონებზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში გახდა.

ამასთან, ნამუშევარი პიკასოს მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნახატია, Les femmes d'Alger-ის შემდეგ, რომელიც 2015 წელს, $179,3 მილიონად გაიყიდა.

პიკასოს ნამუშევარი „ქალი საათით“ ფრანგი მოდელის, მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტია, რომელთანაც მხატვარს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. ნახატის მთავარი მოტივი, მაჯის საათი პიკასოს სხვა ნამუშევარშიც ჩანს. ვალტერი მხატვრის არაერთი ნამუშევრის მთავარი გმირია, მათ შორისაა 1932 წლის „Femme nue couchée“, რომელიც 2022 წელს $67,5 მილიონად გაიყიდა.

„ქალი საათით“ გარდაცვლილი ფილანთროპის, ემილი ფიშერ ლანდაუს კოლექციის ნაწილი იყო. Sotheby's-ის მიხედვით, ლანდაუმ ნახატი 1968 წელს Pace გალერეიდან შეიძინა და საკუთარ ბინაში ინახავდა.