LIVE

საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელში 3 იანვრიდან დაბრუნდება - ვის ეხება ცვლილება?

07 ნოე 202318:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 376
საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელში 3 იანვრიდან დაბრუნდება - ვის ეხება ცვლილება?

საქართველოს პარლამენტის მიერ "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად საინვესტიციო პორტფელების განაწილება 2024 წლის 3 იანვრიდან დაიწყება. 

როგორც საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, 3 იანვრიდან ყველა ის ადამიანი, ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე თავად არ მიუღია გადაწყვეტილება და ავტომატურად განაწილდა, კვლავ დაბრუნდება კონსერვატიულ (ნაკლებადრისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

ამასთან, აღნიშნული ცვლილების შემდეგ, სქემის ყველა მონაწილეს ექნება საინვესტიციო პორტფელის ყოველ 12 თვეში ერთხელ შეცვლის უფლება.

საქმე იმაშია, რომ 6 აგვისტოდან მოსახლეობის დანაზოგები ასაკის მიხედვით ავტომატურად გადანაწილდა სხვადასხვა რისკიანობის საინვესტიციო პორტფელში. კერძოდ, 40 წლამდე პირების დანაზოგები მაღალრისკიანში მოხვდა, 40-დან 50 წლამდე მოქალაქეების საშუალორისკიან პორტფელში, ხოლო 50-ს ზემოთ პირების თანხები დაბალრისკიანში გადანაწილდა. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ, ერთი თვის განმავლობაში პორტფელები შეეცვალათ. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილება შეიცვალა და პარლამენტმა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვითაც საპენსიო სქემის მონაწილეები დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლამდე დარჩებიან და მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლებათ დანაზოგის საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადატანა.