LIVE

X მომხმარებლებს ორ ახალ ფასიან გეგმას სთავაზობს

29 ოქტ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 407
X მომხმარებლებს ორ ახალ ფასიან გეგმას სთავაზობს

ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X (ყოფილი Twitter) თავის მომხმარებლებს ორ ახალ პრემიუმ გეგმას სთავაზობს. X-ის გამომწერებს შეუძლიათ აირჩიონ თვეში $3-იანი საბაზისო გეგმა ან Premium+, რომლის ფასი თვეში $16-ია.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბაზისო გეგმა მომხმარებლებს პოსტების შეცვლის და ხანგრძლივი ვიდეოს ატვირთვისა საშუალებას მისცემს. $16-იანი Premium+ კი გამომწერებს საიტის ყველა ინსტრუმენტსა და ფუნქციას სთავაზობს, მაშ შორის ვერიფიკაციის ნიშანსა და რეკლამებისგან თავისუფალ კედელს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა ხელმისაწვდომია X-ის ვებგვერდის ვერსიის გამოყენების შემთხვევაში.

ილონ მასკის მიერ პლატფორმის შეძენის შემდეგ, X-მა ფინანსური სარგებლის მისაღებად რეკლამებიდან ფასიან გამოწერაზე გადაინაცვლა. აშკარა ფინანსური სარგებლის ინტერისი მიუხედავად, მასკი ამტკიცებს, რომ მისი მიზანი პლატფორმის ბოტებისგან და ყალბი ანგარიშებისგან გაწმენდაა.

ცნობისთვის, X-მა თითქმის ერთი წლის წინ დაანონსა $8-იანი Premium გეგმა, რომელიც მომხმარებლებს ვერიფიკაციის ლურჯ ნიშანს ანიჭებს. დამოუკიდებელი მკვლევრის ტრევის ბრაუნის მონაცემებით, ამ გეგმით უკვე სარგებლობს 950,000-დან 1.2 მილიონამდე მომხმარებელი.