LIVE

X (ყოფილი Twitter) შესაძლოა, ფასიანი გახდეს

19 სექ 202315:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 522
X (ყოფილი Twitter) შესაძლოა, ფასიანი გახდეს

სოციალურ ქსელ X-ის (ყოფილი Twitter) ყველა მომხმარებელს პლატფორმაზე წვდომისთვის შესაძლოა, თანხის გადახდა მოუწიოს

ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარში მილიარდერმა თქვა, რომ გადახდის სისტემა ბოტებთან დაპირისპირებისთვის ერთადერთი გზაა.

"გადავდივართ მომსახურების გამოყენებისთვის მცირე ყოველთვიურ გადასახადზე",- თქვა მასკმა. 

მიუხედავად იმისა, რომ ფასიანი სერვისის შემოღება კომპანიისთვის ფინანსურად მნიშვნელოვანია, მასკი ამტკიცებს, რომ მისი მიზანი პლატფორმის ბოტებისგან გაწმენდაა. მილიარდერი დიდი ხანია ამბობს, რომ პლატფორმაზე ბოტებისა და ყალბი ანგარიშების მოსაშორებლად გამოსავალი ანგარიშის ვერიფიკაციის საფასურის დაწესება იქნება. 

"თუ ვინმე რამდენიმე დოლარის გადახდის მოსურნეა, ბოტების ეფექტური ღირებულება ძალიან მაღალი გამოდის", - თქვა მასკმა.  

პლატფორმაზე ამჟამად მოქმედებს X Premium სერვისი, რომელიც აშშ-ში თვეში $8 ღირს. სხვა ქვეყანაში მისი ფასი შესაძლოა, განსხვავებული იყოს.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის თქმით, ის ახლა მომხმარებლებისთვის უფრო იაფ ვარიანტებს განიხილავს.