LIVE

Visa-მ მეზობელი ქვეყნების ბანკებს შესაძლოა რუსებისთვის ანგარიშის გახსნა შეუზღუდოს

29 ოქტ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 654
Visa-მ მეზობელი ქვეყნების ბანკებს შესაძლოა რუსებისთვის ანგარიშის გახსნა შეუზღუდოს

საერთაშორისო საგადასახადო სისტემა Visa-მ შესაძლოა, რუსეთის მეზობელი ქვეყნების ბანკები რუსეთის მოქალაქეებისთვის გახსნილი თითოეული ანგარიშისთვის $1 მილიონით დააჯარიმოს. ამის შესახებ არაოფიციალურ ინფორმაციას რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გაფრთხილების შესახებ წერილები უკვე დაეგზავნათ რუსეთის მეზობელი ქვეყნების ბანკებს.

ინფორმაცია სწორედ Visa-ს მიერ გაგზავნილი წერილის ამონარიდიდან ვრცელდება, რომელიც რუსმა ჟურნალისტმა გაასაჯაროვა. თავის მხრივ მან ინფორმაცია Liber.Money-ის (უცხოურ ბანკებში რუსებისთვის ბარათების დისტანციურად გახსნის სერვისი) აღმასრულებელი დირექტორისგან, არსენ კაზიბეკოვისგან მოიპოვა, რომელიც 26 ოქტომბერს ბაქოში გამართულ ფინტეკის ფორუმს ესწრებოდა. კაზიბეკოვის მიხედვით, უცხოური ბანკების წარმომადგენლებმა დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია დახურულ საუბრებში გაამჟღავნეს. მან დასძინა, რომ მანამდე, რუსეთის მოქალაქეებისთვის ბარათების გახსნის შეთავაზებაზე 3 თვის პერიოდში 50 ბანკისგან მიიღო უარი და მისი თქმით, მიზეზი სწორედ $1 მილიონიანი ჯარიმაა.

მიუხედავად ამისა, რუსული მედია განმარტავს, რომ კომპანია Visa-ს წესი არ ეხება მაინც და მაინც რუსეთის მოქალაქეებისთვის ანგარიშების გახსნის აკრძალვას. რეალურად, ესაა კომპანიის ძველი რეგულაცია, სადაც წერია, რომ ემიტენტმა ბანკებმა არ უნდა მოიზიდონ ან არ უნდა გასცენ Visa ბარათები კლიენტებზე, თავიანთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ექსპერტების განმარტებით, ბარათის გახსნაზე გადაწყვეტილებას თავად ბანკი იღებს, თუმცა Visa-ს შეუძლია განსაზღვროს თავისი პროდუქტის განაწილებისა და გამოყენების პირობები. შესაბამისად, Visa ვერ დააწესებს რუსებისთვის ბარათების გაცემის სრულ აკრძალვას, მაგრამ მათი გაცემა შეიძლება მაინც შემცირდეს, უცხოური ბანკების შიდა პოლიტიკას გამკაცრების გამო.

რაც შეეხება თემით ისევ დაინტერესებას, როგორც კაზიბეკოვმა განაცხადა, ბანკებმა შესაძლოა Visa-სგან ახლა დამატებითი გაფრთხილებები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ფაქტის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია Visa-ს მხრიდან.

Visa და Mastercard გადახდის სისტემებმა რუსეთში მუშაობა 2022 წლის მარტში შეაჩერეს.