საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, დოკუმენტს ხელი გუშინ ნიუ-იორკში მოეწერა და ის ძალაში შევა ორივე მხარის მიერ შიდაპროცედურების დასრულებიდან ერთ თვეში.
"შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტული, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და განაპირობებს ორივე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შესაბამის რეგიონებში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.