
ტეილორ სვიფტი მილიარდერი გახდა. ავტორიტეტული გამოცემა Bloomberg, რომელიც მილიარდერების საკუთარ სიას ადგენს, წერს, რომ პოპვარსკვლავის ქონება ახლა $1.1 მილიარდს შეადგენს.
გამოცემის თანახმად, ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მომღერალთაგან, ვინც ამ სტატუსს მხოლოდ მუსიკის შექმნითა და შესრულებით მიაღწია.
33 წლის მომღერალს ახალი სტატუსი Eras ტურმა მოუტანა. Bloomberg Economics-ის შეფასებით, აშშ-ში ტეილორ სვიფტის 53 კონცერტმა ქვეყნის ეკონომიკას წელს $4,3 მილიარდი შემატა.
ტეილორ სვიფტის კონცერტები მნიშვნელოვანი სტიმული აღმოჩნდა აშშ-ის ეკონომიკისთვის. ქალაქებში, სადაც სვიფტი გამოდიოდა, გაიზარდა ტრანსპორტისა და სასტუმროების დატვირთვა. წელს სიეტლში, სვიფტის ცეკვამ 2,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეკვივალენტური სეისმური აქტივობა გამოიწვია.