LIVE

ევროზონაში ინფლაცია 2-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

29 სექ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 306
ევროზონაში ინფლაცია 2-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

მიმდინარე თვეში ევროზონაში წლიური ინფლაცია 4.3%-მდე შემცირდა, რაც 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

ევროსტატის თანახმად, ევროზონაში, გასულ თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი 0.3%-მდე შემცირდა. აგვისტოში წლიური ინფლაცია 5.2%-ს, თვიურ ჭრილში კი - 0.5%-ს შეადგენდა.

საბაზო ინფლაცია, რომელიც ენერგიისა და საკვების ცვალებად ფასებს გამორიცხავს, სექტემბერში 5.3%-დან 4.5%-მდე შემცირდა. 

ინფლაციის თითქმის 2-წლიან მინიმუმამდე შემცირებას წინ მიმდინარე თვეში ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მიერ რეფინანსირების განაკვეთის ისტორიულ მაქსიმუმამდე, 3.75%-დან 4%-მდე გაზრდა უძღოდა. 

აღსანიშნავია, რომ, ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების მიზნით, ECB-მა რეფინანსირების განაკვეთი უკვე ზედიზედ მეათედ გაზარდა. 

მოსალოდნელია, რომ ევროზონის ინფლაცია წელს საშუალოდ 5.6% იქნება, 2024 წელს ფასების ზრდის ტემპი 3.2%-მდე, 2025 წელს კი 2.1%-მდე შემცირდება.