LIVE

მაღალი აკადემიური მოსწრების მიუხედავად, ქალის როლი შრომის ბაზარზე სუსტია - თამარ სულუხია

21 ოქტ 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 428
მაღალი აკადემიური მოსწრების მიუხედავად, ქალის როლი შრომის ბაზარზე სუსტია - თამარ სულუხია

ISET-ის გენდერული თანასწორობის ინდექსის მიხედვით, გენდერული უთანასწორობა საქართველოში უფრო მაღალია ვიდრე აღმოსავლეთ ევროპაში.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალისა და კაცის ანაზღაურებას შორის სხვაობა გაცილებით მაღალია ვიდრე მაგალითად უკრაინასა და მოლდოვაში. ამასთან ქვეყნისთვის გამოწვევად რჩება ქალების დასაქმების მაჩვენებელი.

როგორც ISET-ის დირექტორი, თამარ სულუხია "ბიზნეს ფორმულას" საუბარში აღნიშნავს, ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც ქალები აკადემიური მოსწრებითა და გამოცდების შედეგებით, ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებენ.

"მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ქალები უფრო სუსტად არიან ინტეგრირებული შრომის ბაზარზე ვიდრე კაცები. მაგალითად, საქართველოში ქალების ძალიან მცირე ნაწილი ფლობს საკუთარ უძრავ ქონებას. დისბალანსია სახელფასო ჭრილშიც. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ჩვენ თუ ავიღებთ სტანდარტულ საერთაშორისო საგამოცდო ტესტებს, სკოლის ასაკში გოგონების შედეგები გაცილებით უკეთესია ვიდრე ბიჭების. ეს განსხვავება უნივერსიტეტის დროსაც შეინიშნება, თუმცა ამის მიუხედავად ვხედავთ თუ როგორ სუსტდება ქალის როლი შრომის ბაზარზე",- განაცხადა თამარ სულუხიამ