LIVE

აშშ ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების შექმნაში ჩართულებს ასანქცირებს

19 ოქტ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 360
აშშ ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების შექმნაში ჩართულებს ასანქცირებს

ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ირანში, ჰონგ-კონგსა და ვენესუელაში ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების განვითარებაში იყვნენ ჩართული. 

სანქციები 11 ფიზიკურ პირს, რვა კომპანიას და ერთ ხომალდს ეხება. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ინფორმაციით, ისინი მხარს უჭერდნენ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს (IRGC) და თავდაცვის სამინისტროს რაკეტების და თვითმფრინავების წარმოებასა და გავრცელებაში. 

"ირანის უგუნური არჩევანი, გააგრძელოს დესტრუქციული უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა იარაღის გავრცელება, ახანგრძლივებს უამრავ კონფლიქტს მსოფლიოში",- თქვა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში მდივნის მოადგილემ, ბრაიან ნელსონმა. 

სანქციები აშშ-ის იურისდიქციაში აქტივების გაყინვას და ამერიკელებისთვის სანქცირებულ პირებთან ურთიერთობის აკრძალვას ითვალისწინებს.