LIVE

ჩინურმა Baidu-მ GPT-4-ის ანალოგი წარადგინა

19 ოქტ 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 331
ჩინურმა Baidu-მ GPT-4-ის ანალოგი წარადგინა

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Baidu-მ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელის, Ernie 4.0-ის უახლესი ვერსია წარადგინა

კომპანიის განაცხადებით, მისი შესაძლებლობები OpenAI-ის GPT-4 მოდელის მსგავსია. 

Baidu-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რობინ ლიმ პრეზენტაციაზე ყურადღება გაამახვილა მოდელის მეხსიერების შესაძლებლობებზე და აუდიტორიას უჩვენა, რომ Ernie 4.0-ს მხატვრულ ტექსტებთან ერთად, სარეკლამო მასალების შექმნა შეუძლია. 

Reuters-ი წერს, რომ Ernie 4.0-ს ახალ ვერსიას ანალიტიკოსებზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მათი შეფასებით, მოდელის გაუმჯობესება შესამჩნევი არ არის. 

ხელოვნური ინტელექტის ამერიკულმა კომპანიამ OpenAI ჩეტბოტი - ChatGPT გასული წლის ბოლოს შექმნა. ის ღია კოდის ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) მოდელია, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და შექმნან სხვადასხვა ტიპის ტექსტი.