LIVE

Ferrari აშშ-ში გადახდების კრიპტოვალუტაში მიღებას იწყებს

16 ოქტ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 329
Ferrari აშშ-ში გადახდების კრიპტოვალუტაში მიღებას იწყებს

Ferrari ამერიკელ მომხმარებლებს საშუალებას მოსცემს, ძვირადღირებული სპორტული მანქანები კრიპტოვალუტის გამოყენებით შეიძინონ. კომპანია ამ მომსახურებას ევროპულ ბაზარს 2024 წლის პირველ კვარტალში შესთავაზებს.

Ferrari-ს მარკეტინგის ხელმძღვანელმა და კომერციულმა დირექტორმა, ენრიკო გალიერამ განაცხადა, რომ ავტომწარმოებელი სერვისის გაფართოებას სხვა რეგიონებშიც გეგმავს, სადაც კრიპტოვალუტით გადახდა დაშვებულია.

კომპანია აშშ-ში კრიპტოვალუტით გადახდების სერვისის პროვაიდერის, BitPay-ს მომსახურებას გამოიყენებს, რომელიც ტრანზაქციებს Bitcoin-ში, Ether-სა და USDC-ში უზრუნველყოფს. გალიერა აღნიშნავს, რომ მომსახურება საკომისიოსგან ან სხვა დამატებითი გადასახადებისგან თავისუფალია.

კომპანიას არ განუმარტავს რამდენი მანქანის გაყიდვას აპირებს კრიპტოვალუტის საშუალებით, თუმცა აღნიშნა, რომ პორტფოლიო სრულად დაჯავშნილია 2025 წლისთვის.