
უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, Wizz Air-ი თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. კომპანიამ გადაწყვეტილება ისრაელში არსებული ვითარების გამო მიიღო.
„ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და კონტაქტზე ვართ შესაბამის ორგანოებთან“,- თქვა ავიაკომპანიის სპიკერმა.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს. ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.