LIVE

ფინეთსა და ესტონეთს შორის გაზის მილსადენი საეჭვო გაჟონვის გამო გამორთეს

08 ოქტ 202314:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 421
ფინეთსა და ესტონეთს შორის გაზის მილსადენი საეჭვო გაჟონვის გამო გამორთეს

კვირა დილით ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა გაზსადენი წნევის უჩვეულო ვარდნის გამო გამორთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის გაზის სისტემის ოპერატორი Gasgrid-ი ავრცელებს.

„დაკვირვების საფუძველზე ფინეთსა და ესტონეთს შორის ოფშორული მილსადენის შესაძლო გაჟონვის ეჭვი გაჩნდა“, - ნათქვამია Gasgrid-ის განცხადებაში.

ფინეთში Gasgrid-ის, ხოლო ესტონეთის გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის Elering-ის მიერ წნევის ვარდნა დაფიქსირდა ადგილობრივი დროით ღამის 2 საათისთვის.

"ოფშორული მილსადენის სარქველები ახლა დაკეტილია და გაჟონვა შეჩერებულია. Gasgrid Finland ამჟამად Elering-თან თანამშრომლობით ამ საკითხს იძიებს", - აცხადებენ Gasgrid-ში.

Gasgrid თქმით, ფინეთში გაზის სისტემის მდგომარეობა კვირა დილით სტაბილური იყო და მიწოდება ამ დროისთვის უზრუნველყოფილია ქვეყნის მცურავი LNG ტერმინალის მეშვეობით.