
Kaspi.kz, რომლის თანადამფუძნებელი ქართველი მილიარდერი, მიხეილ ლომთაძეა, ყაზახეთში "წლის ტრანსფორმატორად" დასახელდა.
ყაზახურმა ფინტექ-პლატფორმამ ჯილდო სამთავრობო და ციფრული სერვისების პოპულარიზაციისა და ყაზახეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის მიიღო.
"დღეს ყაზახეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების მხრივ, რაც ყაზახეთის თითოეული მოქალაქისთვის საამაყოა. მადლობა ყველა სამთავრობო უწყებას, რომელიც ცდილობს, სამთავრობო სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ყველა ყაზახისთვის", - განაცხადა Kaspi.kz-ის ხელმძღვანელმა და თანადამფუძნებელმა მიხეილ ლომთაძემ.
ქვეყნის საუკეთესო კომპანიებს ყოველწლიურად ადგენს ყაზახეთის ზრდის ფორუმის ექსპერტთა საბჭო.
Forbes-ის მილიარდერების რეიტინგის თანახმად, მიხეილ ლომთაძის ქონება ამჟამად $4.4 მილიარდს შეადგენს.