
2 ოქტომბერს, ნიუ-იორკში Bitcoin-ის ფასმა 6-კვირიან მაქსიმუმს მიაღწია, როდესაც 5.4%-ით $28 576-მდე გაიზარდა, თუმცა მოგვიანებით ფასმა მცირედით უკან დაიხია და $27 500-ის ფარგლებში დასტაბილურდა.
კლების მიუხედავად, არსებული ფასი მაინც უსწრებს 17 აგვისტოს მონაცემს, როდესაც კრიპტო $26 510-მდე შემცირდა.
ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის ფასის მომატებას უკავშირებენ აშშ-ში Ether-ის ფიუჩერსებზე დაფუძნებული ფონდების ვაჭრობის დაწყებას. მეორე მხრივ, შესყიდვების ნაკადების გაზრდას ახალი კვარტლის დაწყებასაც უკავშირებენ.
მოიმატა, თუმცა შემდეგ ისევ მცირედით იკლო სხვა კრიპტოვალუტების ფასებმაც:
- Ether-ს ბოლო თვეში 1,32%-იანი მატება აქვს და ფასმა $1 655 შეადგინა;
- Solana-ს ფასმა 23,58%-ით მოიმატა და $23.94 გახდა;
- Litecoin-ის ფასი 2.66%-ით გაიზარდა და ამჟამად $65.82-ს შეადგენს.
კრიპტოვალუტების არასტაბილურობას უკავშირებენ გაკოტრებული კრიპტო ბირჟის, FTX-ის დამფუძნებლის, სემ ბანკმენ-ფრიდის სასამართლო პროცესსაც, რომელიც ამ კვირაშია დაგეგმილი.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Bitcoin-ის ფასი ოქტომბერში $30 000-მდე გაიზრდება.