
Bitcoin-ის ფასი გუშინ ღამე $2 000-ით შემცირდა და ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე - $26 510-ზე დაეცა.
ობლიგაციების გლობალურმა შემოსავალმა მრავალწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რის გამოც ისეთი ალტერნატიულ ინვესტიციები, როგორიცაა ციფრული ვალუტა, ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდა. ასევე A Wall Street Journal-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ილონ მასკის SpaceX-მა გაყიდა თავისი ბიტკოინის რეზერვები, რაც ასევე აისახა ბაზრის განწყობაზე.
დაეცა სხვა კრიპტოვალუტების ფასებიც - Ether 2.3%-ით, Cardano და Solana 4.4%-ით შემცირდა.
Bitcoin-ის ასეთმა ვარდნამ გააბათილა ივნისის მოულოდნელი ზრდა. პირველ კვარტალში 72%-იანი ზრდის შემდეგ, წამყვანი კრიპტოვალუტა მარტის ბოლოდან თითქმის 7%-ით შემცირდა. Bitcoin-მა მკვეთრი - 64%-იანი ვარდნა გასულ წელს განიცადა.