LIVE

თბილი ამინდების გამო, ევროპაში გაზზე ფასები და მოთხოვნა მცირდება

03 ოქტ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 354
თბილი ამინდების გამო, ევროპაში გაზზე ფასები და მოთხოვნა მცირდება

ევროპაში ბუნებრივი გაზზე მოთხოვნა და ფასები დაეცა; მიზეზი უჩვეულოდ თბილი ამინდებია.

კერძოდ, გაზის ფასის საორიენტაციო ნიშნული - წინა თვის ჰოლანდიური ფიუჩერსი - დღეს 7%-ით დაეცა და მეგავატ საათზე €36.60 შეადგინა.

მეორე მხრივ, ნოემბრის თვის ბუნებრივი აირის მოთხოვნა ევროპამ 7.5%-ით შეამცირა, რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ 9%-ით ნაკლები გაზი მოიხმარეს. მხოლოდ გერმანიაში გასულ თვეს მოთხოვნა, წინა წელთან შედარებით, თითქმის განახევრებული იყო. 

გაზის მოხმარების და, შედეგად, ფასების შემცირების მთავარი მიზეზი ჩვეულებრივზე მაღალი ტემპერატურაა. კვირის ბოლოსთვის ვარაუდობენ, რომ კონტინენტის მნიშვნელოვან ნაწილში ტემპერატურა 20°C-ს მიაღწევს და თვის ბოლომდეც რეგიონში თბილი ამინდები შენარჩუნდება.

საყურადღებოა ისიც, რომ ევროპას ბუნებრივი აირის მარაგების 96% სავსე აქვს. გარდა ამისა, მიმდინარე თვეში ეგვიპტემ ევროპისთვის გათხევადებული აირის მიწოდება განაახლა.