LIVE

მთავრობა 2024 წელს ₾18.3 მილიარდის გადასახადების აკრეფას გეგმავს

02 ოქტ 202312:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 416
მთავრობა 2024 წელს ₾18.3 მილიარდის გადასახადების აკრეფას გეგმავს

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობა 18.3 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლის მიღებას ელის.

საგადასახადო შემოსავლების გეგმა 2023 წლის განახლებულ პროგნოზთან შედარებით 1.6 მილიარდი ლარითაა გაზრდილი.

უფრო დეტალურად, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:

  • საშემოსავლო გადასახადი - 6.2 მლრდ ლარი/2023 წლის განახლებულ პროგნოზზე 682.6 მლნ ლარით მეტი;
  • მოგების გადასახადი - 2.1 მლრდ ლარი/2023 წლის დამტკიცებულ გეგმაზე 63 მლნ ლარით მეტი;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – 7.4 მლრდ ლარი/2023 წლის განახლებულ პროგნოზზე 584.3 მლნ ლარით მეტი;
  • აქციზი - 2.4 მლრდ ლარი/2023 წლის განახლებულ პროგნოზზე 145.1 მლნ ლარით მეტი;
  • იმპორტის გადასახადი - 161.2 მლნ ლარი/2023 წლის განახლებულ პროგნოზზე 11.2 მლნ ლარით მეტი.

ამასთან, ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 2023 წლის იდენტურია და 350 მილიონ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტი 27.8 მილიარდი ლარი იქნება.