LIVE

საუდის არაბეთს წელიწადში 70 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის მიღება სურს

01 ოქტ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 407
საუდის არაბეთს წელიწადში 70 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის მიღება სურს

საუდის არაბეთს სურს, 2030 წლამდე წელიწადში 70 მილიონი საერთაშორისო ტურისტი მიიღოს. მიზანი ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიცირებააა.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანს, სურს, რომ 2030 წლისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10% ტურიზმის სფეროზე მოვიდეს. ამ შემთხვევაში საუდის არაბეთი უცხოური ვალუტის რეზერვებს ნავთობის გარდა სხვა სფეროებიდანაც შეავსებს.

2019 წლამდე საუდის არაბეთი ღია მხოლოდ მუსლიმი მომლოცველებისთვის იყო; მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში ქვეყანამ წითელი ზღვის სანაპიროზე სასტუმროებისა და დასასვენებელი სივრცეების მოსაწყობად დიდი ხარჯები გაიღო.

ტურიზმის მინისტრის, აჰმედ ალ ხატიბის, განცხადებით, მიმდინარე წელს ჯამში საუდის არაბეთის მიერ მიღებული ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 25-დან 30 მილიონამდე ადამიანი იქნება.

მიმდინარე კვირის ოთხშაბათს საუდის არაბეთმა გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო დღესაც უმასპინძლა.