LIVE

ახალ iPhone 15-ებს გადახურების პრობლემა აქვთ - რას ამბობს Apple?

01 ოქტ 202313:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1120
ახალ iPhone 15-ებს გადახურების პრობლემა აქვთ - რას ამბობს Apple?

iPhone 15-ის რამდენიმე მფლობელმა ტელეფონის გადახურების პრობლემის შესახებ განაცხადა. მათი თქმით, 15 Pro-სა და 15 Pro Max-ის მოდელები შეხებისას საგრძნობლად ცხელდება.

Apple-ის განმარტებით, ახალი iPhone-ების გადახურების მიზეზი პროგრამული და აპლიკაციებთან დაკავშირებული ხარვეზებია, რომლებიც მალე გამოსწორდება; თუმცა აღნიშნულ საკითხს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ტელეფონების მუშაობის ხარისხზე უარყოფითი შედეგი არ ექნება.

კომპანიის თქმით, პირველ დღეებში მოწყობილობები შესაძლოა გადახურდეს, რადგან მომხმარებლის მონაცემების დასაყენებლად და აღსადგენად ტელეფონს ზედმეტი მუშაობა უწევს. გარდა ამისა, გადახურების მიზეზი ზოგიერთი აპლიკაციის გადატვირთვაც შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, ახალ iOS 17-ს პროგრამული ხარვეზიც აქვს, რის გამოსასწორებლადაც Apple-ი ამჟამად დეველოპერებთან მუშაობს. 

Apple-მა 12 სექტემბერს iPhone-ების ახალი მოდელები: iPhone 15, 15 Plus, 15 Pro და 15 Pro Max-ი - წარადგინა.