LIVE

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

30 სექ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 323
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია, წინა კვარტალთან შედარებით, 275.3 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -29.6 მლრდ აშშ დოლარი (-77.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -105.2%-ია (მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -110.1% იყო).

2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 15.1 მლრდ აშშ დოლარია (39.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 354.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 44.7 მლრდ აშშ დოლარი (117.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 629.6 მლნ აშშ დოლარით აღემატება.