აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიჩიგანში ავტომობილების მწარმოებელთა გაერთიანების (UAW) საპროტესტო აქციას შეუერთდა.
მიმდინარე აქციებში მონაწილეობას იღებს ამერიკის სამი ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი: General Motors-ი, Ford-ი და Stellantis-ი.
აქციის მონაწილეები ხელფასების 40%-ით გაზრდას მოითხოვენ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ჯო ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელიც საპროტესტო აქციას შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს დეტროიტში ავტომწარმოებელთა გაერთიანების წევრებს სიტყვით ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმართავს. მიუხედავად ამისა, აქციაზე ბაიდენის გამოჩენის შემდეგ UAW-ის ლიდერმა განაცხადა, რომ იგი ტრამპთან შეხვედრას არ აპირებს.