LIVE

რუსეთმა ქერჩის პორტიდან პროპანისა და ბუტანის ექსპორტი დაიწყო

30 სექ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 493
რუსეთმა ქერჩის პორტიდან პროპანისა და ბუტანის ექსპორტი დაიწყო

რუსეთის გათხევადებული აირის (LPG) მწარმოებლებმა, რვა წლის შემდეგ პირველად, დაიწყეს ყირიმის ქერჩის პორტიდანპროპანისა და ბუტანის რეგულარული ექსპორტი. 

რუსეთმა ქერჩიდან LPG-ის ექსპორტი ყირიმის ანექსიისა და საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ, 2015 წელს შეაჩერა. მისი მიწოდება მხოლოდ ახლა განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული კომპანიები უსაფრთხოების რისკებზე მიუთითებენ, ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ ქერჩის გავლით ექსპორტი უფრო იაფი ჯდება. 

Reuters-ის წყაროების თანახმად, LPG-ის მწარმოებლებმა ქერჩში ექსპორტად გასაშვები პროპანისა და ბუტანის ტრანსპორტირება ივნისის მეორე ნახევარში დაიწყეს. ივლის-აგვისტოს პერიოდში ქერჩში სულ 5 800 ტონა LPG შევიდა, ხოლო 1-20 სექტემბრის პერიოდში - 6 000 ტონა.  

2023 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან ექსპორტირებული LPG-ის რაოდენობა 10%-ით გაიზარდა და სულ 1.911 მილიონი ტონა შეადგინა.

რუსეთიდან გათხევადებული აირის მიღებაზე ევროპამ უარი თქვა, თუმცა რუსეთმა, სანქციების პირობებში, LPG-ის ექსპორტისთვის ბაზრები ჩინეთში, თურქეთში, ჩრდილოეთ აფრიკისა და ბალკანეთის ქვეყნებში გადაიტანა.