LIVE

ბანკებში განთავსებული დეპოზიტები ერთ თვეში ₾277 მილიონით გაიზარდა - სებ

25 სექ 202317:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 314
ბანკებში განთავსებული დეპოზიტები ერთ თვეში ₾277 მილიონით გაიზარდა - სებ

2023 წლის აგვისტოს ბოლოსათვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 48.06 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 276.96 მილიონი ლარით, ანუ 0.58%-ით მეტია ივლისის ბოლოსთვის დეპოზიტების მოცულობასთან შედარებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, წინა თვესთან შედარებით, აგვისტოში, ვადიანი დეპოზიტები 934.94 მილიონი ლარით, ანუ 5.11%-ით გაიზარდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 657.98 მილიონი ლარით, ანუ 2.23%-ით შემცირდა. 

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 50.27% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.91 პროცენტული პუნქტით.

აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.91% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.52%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 1.55%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.31%, ხოლო ევროს წილმა 19.78% შეადგინა.