LIVE

აშშ უკრაინის ენერგოსისტემისთვის $522 მილიონს გამოყოფს

25 სექ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 302
აშშ უკრაინის ენერგოსისტემისთვის $522 მილიონს გამოყოფს

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც უკრაინა ენერგოსისტემის გაძლიერებისთვის $522 მილიონის დახმარებას მიიღებს. ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. 

აღნიშნული დახმარების ერთ-ერთი მიზანი უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენა იქნება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საჰაერო ძალების თავდასხმების შედეგად უკრაინაში მრავალი ელექტროსადგური დაზიანდა, რამაც გასულ ზამთარს ბევრი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. 

ამ პრობლემის გამოსასწორებლად უკრაინამ მრავალი აღდგენითი სამუშაო ჩაატარა, თუმცა ოფიციალური პირების ინფორმაციით, ახალი თავდასხმები მომავალ ზამთარშიც იგეგმება. 

გარდა ამისა, აღნიშნული დახმარება მიზნად ისახავს უკრაინის ენერგეტიკის სექტორის რეფორმასა და ევროკავშირთან დაახლოებულ ენერგოეკონომიკაზე გადასვლას.