LIVE

თბილისში გაყიდული ბინების რიცხვი შემცირდა - Galt & Taggart

24 სექ 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 468
თბილისში გაყიდული ბინების რიცხვი შემცირდა - Galt & Taggart

აგვისტოში თბილისში 3,552 ბინა გაიყიდა, რაც გასულ წელთან შედარებით, 9.3%-ით და ხოლო წინა თვესთან შედარებით, 2.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 

Galt & Taggart-ის მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ პირველად ბაზარზე გაყიდვების ბევრად ნაკლები შემცირება დაფიქსირდა ვიდრე მეორადზე (-1.7% წ/წ და -14.6% წ/წ, შესაბამისად). ეს, სავარაუდოდ, მიუთითებს ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირებაზე, რადგან მიგრანტებისგან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა, რაც გასულ წელს ქირის მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.

ამავე ანგარიშით, 2023 წლის აგვისტოში წლიური გაყიდვები თბილისის
თითქმის ყველა უბანში შემცირდა. ზრდა მხოლოდ დიდი დიღმის (+17.8% წ/წ) და ნაძალადევის (+26.6% წ/წ) რაიონებში დაფიქსირდა.

პირველად ბაზარზე ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რასაც ასევე ხელს უწყობს დეველოპერების მხრიდან გადახდის მოქნილი სქემების შეთავაზება. მეორად ბაზარზე ფასები თვიურად ოდნავ შემცირდა, რადგან მოთხოვნა შესუსტდა ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირების გამო. ამასთან, მეორად ბაზარზე წლიურ ჭრილში, ფასების ზრდა გრძელდება.

2023 წლის აგვისტოში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო მოცულობამ $257.2 მილიონი შეადგინა, რაც წლიურად 9.7%-იანი ზრდაა და
ძირითადად გამოწვეული იყო პირველადი ბაზრის ზომის მნიშვნელოვანი ზრდით (+28.5% წ/წ). ეს უკანასკნელი კი პირველადი ბაზრის ბინებზე ფასების
მკვეთრი მატების შედეგი იყო.

აგვისტოში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში, საბურთალოსა და სამგორში გაიყიდა.