
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.52 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6412 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.40 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8271 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 20 სექტემბრის ჩათვლით იქნება.