LIVE

საქართველოს და პერუს უვიზო მიმოსვლა ექნებათ

19 სექ 202309:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 236
საქართველოს და პერუს უვიზო მიმოსვლა ექნებათ

18 სექტემბერს საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. 

გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, შეთანხმებას ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანა სესილია გერვასმა მოაწერეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.