LIVE

ნავთობი კვლავ ძვირდება - ბრენტის ფასი $94-ს აჭარბებს

18 სექ 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 305
ნავთობი კვლავ ძვირდება - ბრენტის ფასი $94-ს აჭარბებს

დღეს დილით აზიის ვაჭრობაში ნავთობი კვლავ გაძვირდა. WTI ნავთობის ფასმა ბარელზე 0.85%-ით მოიმატა და $91.5-ს მიაღწია, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი კი 0.69%-ით $94.57-მდე გაიზარდა

ნავთობის ფასი უკანასკნელ კვირებში იზრდება, რაც საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ  წარმოების შემცირების ფონზე, მარაგების კლების შიშით და ამავე დროს, ჩინეთის, მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორის, გაზრდილი მოთხოვნით აიხსნება. 

მოსალოდნელია, რომ ნავთობის ფასი, წელს პირველად, მიმდინარე თვეში ბარელზე $100-ს მიაღწევს. ფასი წელს ყველაზე დაბალ ნიშნულზე ივნისში იყო, როცა ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება $72-ს შეადგენდა. ამავე პერიოდში WTI-ის ფასი $67 იყო. 

ნავთობის გაძვირება აჩენს გლობალურად ინფლაციის დაჩქარების საფრთხეს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ნავთობის ფასების ვარდნამ დიდი როლი ითამაშა ინფლაციის შემცირებაში, მაგრამ ახლა მოსალოდნელია, რომ მისი გაძვირება მიმდინარე წლის მეორე ნახევარში და ასევე, 2024 წელს ფასების შემცირებას ხელს შეუშლის.