მთავრობამ საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.5%-მდე გაზარდა.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ამის შედეგად, სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი თანხები გამოიყო.
„მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.5%-მდე ვზრდით. ამან საშუალება მოგვცა, რომ დამატებით თანხები გამოგვეყო სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ინფორმაციისთვის, საქსტატის, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 7.2% იყო.