
კოკაინი შესაძლოა კოლუმბიის მთავარი საექსპორტო პროდუქტი გახდეს, რა შემთხვევაშიც იგი ნავთობს გადაუსწრებს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში, კოლუმბიიდან ნავთობის ექსპორტი 30%-ით შემცირდა, კოკაინის ექსპორტი კი მუდმივად იზრდება.
"სავარაუდოდ, 2022 წელს კოკაინის ექსპორტიდან შემოსავლები $18.2 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ნავთობის ექსპორტიდან მიღებულ $19.1 მილიარდთან ძალიან ახლოსაა",- აცხადებს Bloomberg-ის ეკონომისტი, ფელიპე ერნანდესი. მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კოკაინის საწარმო ლაბორატორიები დახურა, ამას წარმოების ზრდისთვის ხელი არ შეუშლია.
გასულ წელს კოლუმბიაში 1.738 ტონა კოკაინი მოიყვანეს; ხოლო მიწის ფართობი, რომელზეც აღნიშნული ნარკოტიკი მოჰყავდათ, 13%-ით გაიზარდა და 230 000 ჰექტარს მიაღწია.