LIVE

ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა

08 სექ 202312:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 259
ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა
Lisa Maree William/Bloomberg

ავსტრალიაში Chevron-ის ორ მთავარ ობიექტში თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ, ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასები გაიზარდა.

ევროპული გაზის ბენჩმარკის - Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ/საათზე 11%-ით გაიზარდა და 36.20 ევრო შეადგინა.

პროფკავშირებმა ნაწილობრივი გაფიცვები Chevron-ის ობიექტებზე დღეს დაიწყეს. გორგონისა და უიტსტოუნის თხევადი ბუნებრივი აირის საწარმოები, სადაც თანამშრომლები არიან გაფიცულები, შარშან გლობალური LNG-ის მიწოდების დაახლოებით 7%-ს ავსებდა.

დაბალი მოთხოვნის ფონზე და ევროპაში არსებული საკმარისი მარაგის გათვალისწინებით, მოვაჭრეები არ ელიან, რომ დავას ბაზრებზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. 

მიუხედავად ამისა, გახანგრძლივებული შეფერხებების რისკი რჩება საფრთხედ არასტაბილური ბაზრისთვის, რომელიც გასული წლის ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ აღდგა.