LIVE

ენტონი ბლინკენი და დიმიტრი კულება კიევის McDonaland's-ში შეხვდნენ

07 სექ 202315:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 412
ენტონი ბლინკენი და დიმიტრი კულება კიევის McDonaland's-ში შეხვდნენ

ოთხშაბათს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება ამერიკელ კოლეგას, ენტონი ბლინკენს, კიევის McDonald's-ში შეხვდა.

რესტორანში კულებამ გაიხსენა სატელეფონო საუბარი ბლინკენთან, რომელიც ორი ქვეყნის უმაღლეს დიპლომატებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჰქონდათ. ჯერ კიდევ მაშინ კულება აღნიშნავდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა უკრაინაში ამერიკული სწრაფი კვების ობიექტის დაბრუნება. 

ცნობისთვის, 2022 წლის მარტში, როდესაც რუსეთმა ომი დაიწყო, McDonald's-ი უკრაინაში დაიხურა, თუმცა იმავე წლის სექტემბერში უკვე რამდენიმე ობიექტი გაიხსნა. 

"ვფიქრობ, ქვეყანაში McDonald's-ის ყოფნა გზავნილია: თავდაჯერებულობის გზავნილი... ასე დაიწყო McDonald's-ის დაბრუნება - სატელეფონო საუბრით. სწორედ ამიტომ ვართ ახლა ჩვენ აქ," - განაცხადა კულებამ.

კულებამ და ბლინკენმა კიევის ხელახლა გახსნილ McDonald's-ში საუბრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს, ამის შემდეგ კი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა. 

ენტონი ბლინკენი უკრაინაში 2-დღიან ვიზიტზე იმყოფება.