საუდის არაბეთისა და რუსეთის გადაწყვეტილებების შემდეგ, ნავთობის ფასმა 2023 წელს $90-ს პირველად გადააჭარბა.
ვაჭრობის ბოლო სესიაში ნავთობის ფასი მცირედით შემცირდა. ამ დროისთვის ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობი $89.55, ხოლო WTI $86.33 ღირს. რუსული ურალის ტიპის ნავთობის ფასი კი ბარელზე კი $71.57-ს შეადგენს.
საუდის არაბეთმა ნავთობის წარმოება 1 ივლისიდან დამატებით დღეში 1 მილიონი ბარელით შეამცირა. ეს გადაწყვეტილება მან ჯერ აგვისტოში მინიმუმ ერთი თვით გაახანგრძლივა, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ შემცირება ძალაში დეკემბრის ბოლომდე დარჩება.
პარალელურად, გლობალურ ბაზარზე ნავთობის მიწოდებას ნებაყოფლობით ამცირებს რუსეთიც. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ექსპორტის 300 000 ბარელით შემცირების გადაწყვეტილება აქტიური წლის ბოლომდე იქნება.
ამ ნაბიჯებით საუდის არაბეთი და რუსეთი, ნავთობის ორი უმსხვილესი მწარმოებელი, ცდილობს, რომ გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი გაზარდოს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების უმრავლესობა ენერგიის გაზრდილ ხარჯებთან გამკლავებას ცდილობს.
უახლესი გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, გაზრდის დაძაბულობას თეთრ სახლთან, რომელიც საუდის არაბეთს რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ფასები, რომელსაც გაძვირებული ენერგია კიდევ უფრო გაზრდის.