ევროზონაში ფასების კლების ტემპი შენელდა, თუმცა საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა.
აგვისტოში, ევროზონაში, რომელიც 20 ქვეყნისგან შედგება, ფასების საერთო დონე, გასულ წელთან შედარებით, 5.3%-ით გაიზარდა, რაც ეკონომისტების პროგნოზს - 5.1%-ს აჭარბებს. საბაზო ინფლაცია, რომელიც ენერგიისაა და საკვების ცვალებად ფასებს გამორიცხავს, ექსპერტების მოლოდინის შესაბამისად, 5.3%-ია.
ანალიტიკოსების შეფასებით, ამგვარი მონაცემები თავსატეხი იქნება ევროპის ცენტრალური ბანკისთვის (ECB), რადგან ის რეფინანსირების განაკვეთის დადგენისას ძირითადად საბაზო ინფლაციის მაჩვენებლით სარგებლობს. ბანკი შემდეგ გადაწყვეტილებას ორ კვირაში გამოაცხადებს. ECB-ის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა რაიმე მინიშნებას თავი აარიდა.
ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ინფლაციის სამიზნე 2%-ია.
გასული თვის ბოლოს ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 3.75%-მდე გაზარდა. ეს მარეგულირებლის მიერ განაკვეთის ზედიზედ მეცხრე ზრდაა მას შემდეგ, რაც ის მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის შენელებას ცდილობს. გასული წლის ოქტომბერში ევროზონის ინფლაციამ რეკორდულ 10.6%-ს მიაღწია.