LIVE

შობადობის გასაზრდელად, სამხ. კორეა მშობლებს შეღავათიან იპოთეკურ სესხს სთავაზობს

02 სექ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 312
შობადობის გასაზრდელად, სამხ. კორეა მშობლებს შეღავათიან იპოთეკურ სესხს სთავაზობს

სამხრეთ კორეის მთავრობა, შობადობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ახალბედა მშობლებს იპოთეკური სესხებისთვის ხელსაყრელ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს. სახელმწიფო აქტიურად ებრძვის საზოგადოების დაბარებასა და შობადობის კლებას.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საშეღავათო პროგრამა, 1.5-დან 3.3%-მდე საპროცენტო განაკვეთით, 5-წლიანი იპოთეკური სესხის აღებას გულისხმობს. ეს შეთავაზება 1-დან 3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ვიდრე კომერციული ბანკების მიერ შეთავაზებული პროცენტი. შეღავათებით სარგებლობა იმ წყვილებს შეუძლიათ, რომლებსაც ბავშვი ბოლო ორი წლის განმავლობაში შეეძინათ და ერთობლივად წელიწადში $98 200-ს ან ნაკლებს გამოიმუშავებენ.

იმ მშობლებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ ამ შეღავათით, მეორე შვილის გაჩენის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდებათ, ხოლო სესხის ვადა 5 წლით გაუხანგრძლივდებათ.

კანონმდებლები ცდილობენ მოსახლეობას შეღავათები შესთავაზონ იმ ფონზე, როცა ცენტრალური ბანკი საორიენტაციო განაკვეთს, შეზღუდულ 3.5%-ზე ინარჩუნებს.

სამხრეთ კორეას უკვე წლებია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელი აქვს. ქვეყნის მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც შვილის გაჩენა არ სურს, მთავარ მიზეზად სწორედ საცხოვრებელი სახლების მზარდ ფასებს ასახელებს.