Toyota Motor იაპონიაში 14-ვე ქარხანაში წარმოებას აჩერებს. ამის მიზეზი სისტემის გაუმართაობაა, რის გამოც, კომპანია ნაწილების შეკვეთას ვერ ახერხებს.
მსოფლიოს უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებლისთვის მსგავსი ხარვეზი იშვიათი. Toyota მუშაობის განახლების ზუსტ დროს ვერ ასახელებს.
ავტომწარმოებლის პრესსპიკერის განმარტებით, მიმდინარეობს გამოძიება ხარვეზის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის კიბერთავდასხმას უკავშირდებოდეს.
წარმოების შეჩერების გამოცხადების შემდეგ, Toyota-ს აქციების ფასი ჯერ 0.8%-ით დაეცა, თუმცა მან დანაკარგი ნაწილობრივ უკვე აღიდგინა.
კომპანიას შეფერხების გამო, ზუსტი ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ გაუვრცელებია, თუმცა ცნობილია, რომ 14 ქარხანა, სავარაუდოდ, Toyota-ს გლობალური წარმოების დაახლოებით მესამედს შეადგენს.