LIVE

Corendon-ის ავიახაზებმა თვითმფრინავში ბავშვებისგან თავისუფალ ზონა გამოყო

31 აგვ 202313:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 382
Corendon-ის ავიახაზებმა თვითმფრინავში ბავშვებისგან თავისუფალ ზონა გამოყო

ევროპულმა Corendon-ის ავიახაზებმა ხანგრძლივი ფრენებისთვის, თვითმფრინავში ბავშვებისგან თავისუფალი ზონა დაამატა. ასეთი ტიპის ბილეთის შესაძენად მგზავრებს $49-ის დამატება დასჭირდებათ. „მხოლოდ ზრდასრულთა“ ზონა მგზავრებს XL ზომის ადგილებსაც სთავაზობს, რომელიც სტანდარტულ ბილეთზე $100-ით ძვირი იქნება.

ამსტერდამიდან კარიბის კუნძულ კიურასაოზე 10-საათიანი ფრენის დროს, Airbus A350-900-ის პირველი 12 რიგი, რომელიც 93 სტანდარტულ და 9 XL ზომის ადგილს მოიცავს, გამოყოფილი იქნება სხვა ადგილებისგან მხოლოდ 16 წლის ზემოთ ასაკის მგზავრებისთვის.

 „თვითმფრინავის ეს ზონა განკუთვნილია მათთვის, ვინც ბავშვების გარეშე მოგზაურობენ და ასევე საქმიანი მგზავრებისთვის, რომლებსაც გზაში მშვიდ გარემოში სურთ მუშაობა“, - ნათქვამია ავიაკომპანიის პრესრელიზში. კომპანიამ ხაზი გაუსვა იმ უხერხულობის შემსუბუქებას, რასაც თავად მცირეწლოვანთა მშობლები განიცდიან მოგზაურობის დროს.

მსგავსი ინიციატივა ბოლო რამდენიმე წელია აქვს AirAsia X-ს, რომლის „მშვიდ ზონაში“ 10 წლამდე ასაკის ბავშვები არ დაიშვებიან. 12 წელზე ზემოთ ბავშვები არ დაიშვება სინგაპურის ავიახაზების, Scoot-ის Scoot-in-Silence ზონებში.

Corendon-ის ავიახაზების ფრენები „მხოლოდ ზრდასრულთა“ ზონით, 3 ნოემბერს დაიწყება.