
საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივლისში გათხევადებული აირებისა (LPG) და სანავთობო ბიტუმის იმპორტი გაიზარდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, საქართველოში 7 თვეში 31.50 ათასი ტონა LPG-ის იმპორტი განხორციელდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა 44.2%-ია. 7 თვის მონაცემები აჩვენებს, რომ გათხევადებული აირების 99.6% საქართველომ რუსეთისგან იყიდა.
რაც შეეხება სანავთობო ბიტუმის იმპორტს, იანვარ-ივლისში მისი მოცულობა 61.1 ათასი ტონა იყო. წლიური ზრდა 22.2%-ია.
7 თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტი ყველაზე დიდი მოცულობით შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:
- რუსეთი - 27.1 ათასი ტონა (მთლიანი იმპორტის 44.4%);
- ერაყი - 19.4 ათასი ტონა (31.7%);
- თურქეთი - 13.1 ათასი ტონა (21.4%);
- აზერბაიჯანი - 1.4 ათასი ტონა (2.3%);
- თურქმენეთი - 0.1 ათასი ტონა (0.2%).