LIVE

Bitcoin-ის ფასი 6 კვირიან მაქსიმუმზეა

21 ივნ 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 803
Bitcoin-ის ფასი 6 კვირიან მაქსიმუმზეა

Bitcoin-ის ფასი, მაისის დასაწყისის შემდეგ პირველად, მიუახლოვდა $29 000-იან ნიშნულს. დღეს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ღირებულება 3%-ით გაიზარდა და $28 720 შეადგინა.

მოიმატა სხვა კრიპტოვალუტების ფასებმაც:

  • Ether-ის ფასი 5%-ით გაიზარდა $1 813-ია,
  • Solana-ს ფასიც 5%-ით გაიზარდა $16.73 შეადგინა,
  • Cardano-მ 7%-ით მოიმატა და ფასი $0.2779-ია.

კრიპტო ინვესტორების თქმით, წამყვანი კრიპტოვალუტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აშშ-ში ციფრული პროდუქტების ახალი ბირჟის, EDX Markets-ის ამუშავებაა. ახალ კრიპტო ბირჟას გასულ კვირას Wall Street-ის ისეთმა გიგანტებმა დაუჭირეს მხარი, როგორებიცაა Citadel Securities, Fidelity Digital Assets და Charles Schwab. ახალ ბირჟაზე 4 კრიპტო აქტივი, bitcoin-ი, ether-ი, litecoin-ი და bitcoin cash-ი ივაჭრება.